მთავარი ციტატა

“ლოგინები აწეწეს, დაწეწეს, როგორც ხდება…” – არასრულწლოვან ზ.ხ-ს სახლში ჩხეკა ჩატარდა

“2 საათი იმყოფებოდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს, რაღაც ოქმი შეადგინეს, მე შიგნით არ შემიშვეს… ლოგინები აწეწეს, დაწეწეს, როგორც ხდება. ჩხრეკა შეიძლებოდა, ყოველთვის ჩატარებულიყო”

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ბაბუა

“მთავარი არხი”

ცნობისთვის, დღეს არასრულწლოვან ზ.ხ-ს სახლში ჩხეკა ჩატარდა.

“დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი. ეს სამი რაღაც წაიღეს. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, დავაანონსე რომ ასეც იქნებოდა”, – აცხადებს ზ.ხ. -ს მამა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იტვირთბა....