მთავარი ციტატა

“შეიძლება ინტიმური ჰქონდა გოგოსთან და არ უნდოდა ვინმეს წაეკითხა”- ჩიქოვანის ადვოკატი

“ჩემს ტელეფონში იმდენი რამაა წაშლილ-მიშლილი… შეიძლება ინტიმური ჰქონდა რაღაცა  ვინმე გოგოსთან და არ უნდოდა ვინმეს წაეკითხა. მაინცდამაინც დანაშაულზე რატომ მიდიან.”

თეიმურაზ მაისურაძე  – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი

ტვ “პირველი”

ცნობისთვის, გამოძიებამ 19 წლის დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი მობილური ამოიღო, თუმცა მოწყობილობაში ყველა სახის ინფორმაცია წაშლილია. გამოძიებამ ინფორმაციის აღდგენის თხოვნით ისრაელის საგამოძიებო ორგანოს მიმართა, ვინაიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ “აიფონის” მარკის მოწყობილობიდან მასალის აღდგენა.

შეგახსენებთ, ვახტანგ ჩიქოვანი ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულიდან, რომელსაც გამოძებამ ბრალი დაუმძიმა და ახლა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ედავება. 

 

 

 

იტვირთბა....