ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობასთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მათ საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდიან. მისი თქმით, თუ წვიმა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რამდენიმე ადგილობრივის გაყვანა გახდეს საჭირო.
აქვე გეტყვით, რომ ლენტეხში სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი. სოფლებთან: დურაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბი დამაკავშირებელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა – მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო.
სტიქიის ზონაში იმყოფებიამ მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და მაჟორიტარი დეპუტატი. ისინი არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.