ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ისრაელში 16 წლის გოგო, სავარაუდოდ, 30-მა კაცმა გააუპატიურა

ისრაელში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე 30 მამაკაცია ბრალდებული. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი წერს.

ინციდენტი სასტუმრო “ეილატში” მოხდა, როდესაც გოგონა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც გოგონა მის ოთახში, სავარაუდოდ, შხაპის მისაღებად წავიდა, 30-მა მამაკაცმა ის რიგრიგობით გააუპატიურა. საქმზე დაიკითხნენ სასტუმროში მყოფი სხვა პირები, რომლებიც მიცემულ ჩვენებაში ამბობენ, რომ  სასტუმროს ნომერთან რიგი დაინახეს, თუმცა ამას დიდი ყურადღება არ მიაქციეს.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი ორმხრივი ნების საფუძველზე მოხდა. ანუ, მათი მტკიცებით, 16 წლის გოგონა მამაკაცებს რიგრიგობით ეძახდა. თავად დაზარალებული არსებულ ინფორმაციას უარყობს და აცხადებს, რომ მასზე იძალადეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ  ისრაელის პრემიერ-მინისტრი  და თავდაცვის მინისტრი. როგორც მათ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადე, ეს იყო სავარაუდოდ დაჯგუფება, რომელმაც შემზარავი დანაშაული ჩაიდინა.

როგორც პრემიერმა  ბენიამით ნეთანიაჰუმ განაცხადა, ეს დანაშაული ჩადენილია არა მხოლოდ ერთი გოგოს, არამედ მთლიანი კაცობრიობის  წინაშე.

“ეს არის შოკი, სხვა სიტყვა არ არსებობს. ეს არ არის დანაშაული მხოლოდ გოგონას წინაშე, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე,”- განაცხადა პრემიერმა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი.

 

 

იტვირთბა....