გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ დაკავებუის მამამ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,
როგორც თამაზ ხომასურიძემ განაცხადა, სიმშილობის შეწყვეტის მიზეზი გენერალური პროკურორის გადაწყეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.
ამასთან, თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მის შვილსაც. დაკავებულის მამა ამბობს, რომ სიცრუის დეტექტორზე თავისი შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს. ხოლო, ამის შემდეგ, ხომასურიძის განცხადებით, სასურველია, რომ იგივე პროცედურა გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამაც გაიარონ.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. თუმცა, პროცესი სეცერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. სეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.