ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“წა­მებ­ში გა­წყდა კონ­ტაქ­ტი. თქვა, ახ­ლა­ვე მო­ვალ სახ­ლშიო” – მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ამის შესახებ ინ­ფორ­მა­ცის­ საგან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 31 წლის ვე­ფხია ხა­ჩი­ძეა. ამის შესახებ ინფორმაციას  AMBEBI.GE-ი ავრცელებს. მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

ვეფხვია ხაჩიაძე ბო­ლოს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­ფიქ­სი­რა, რის შემ­დე­გაც მისი კვა­ლი გაქ­რა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია, ამი­ტომ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის და­ჯე­რე­ბა უჭირთ.

რო­გორც და­კარ­გუ­ლი ახალგაზრდა მამაკაცის მა­მამ ლერი ხა­ჩი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მის შვილს ბოლო კონ­ტაქ­ტი დე­დას­თან ჰქონ­და. ამის შესახებ იგი “კუ­რი­ერ­თან” სა­უბ­რობს.

“ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­უ­რე­კა და წა­მებ­ში გა­წყდა კონ­ტაქ­ტი. უთხრა, ახ­ლა­ვე მო­ვალ სახ­ლშიო. არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ერთი ბიჭი ჰყავს” – თქვა ვე­ფხია ხა­ჩი­ძის მამა.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, სახ­ლი­დან გას­ვლის მო­მენ­ტში ის ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

იტვირთბა....