“მეოთხე დღეა შიმშილობს და როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის პროცესზე მონაწილეობას ვერ შეძლებს. მოსულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და დახმარებას აღმოუჩენენ. როგორ იქნება ვნახოთ და ამის მიხედვით გადაწყდება ზ.ხ. მიითებს თუ არა პროცესზე მონაწილებას.’
გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ გაუცხადა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. თუმცა, პროცესი სეცერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. სეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
შაქარაშვილის საქმეზე დღეს 6 მოწმე დაიკითხება, მათ შორის 3 “ნახალოვკელების” მხრიდანაა. პროკურორის განცხადებით, დღეს მოწმეებმა უნდა დაადასტურონ, თუ რა მოტივი გააჩნდათ „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებს და რატომ დაესხნენ ისინი არაგვის ხიდთან მიმავალ ახალგაზრდებს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.