“კონფლიქტი დაიწყო აგარაკზე. „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებიდან იყო რამდენიმე, რომელსაც მიადგა ფიზიკური ზიანი. ისინი გაემართნენ თბილისში და სხვა პირებთან ერთად გამოემართნენ შურისძიების მოტივით. მოტივი წარმოჩინდა უშუალოდ აგარაკზე და აგარაკიდან იწყება ეს ყველაფერი, მიდიან თბილისში და ბრუნდებიან თავდასხმის მიზნით. ის პირები, რომლებიც აგარაკზე არ იმყოფებოდნენ, წამოიყვანეს აგარაკზე მყოფმა პირებმა და მხარს უჭერდნენ მათ. მოწმეები იქნებიან ნაძალადევის რაიონში მყოფი პირები, ვინაიდან მოტივის კუთხით ეს პირები არიან მნიშნელოვანი,“ – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
დავით ყაზარაშვილი – საქმის პროკურორი
შაქარაშვილის საქმეზე დღეს 6 მოწმე დაიკითხება, მათ შორის 3 “ნახალოვკელების” მხრიდანაა. პროკურორის განცხადებით, დღეს მოწმეებმა უნდა დაადასტურონ, თუ რა მოტივი გააჩნდათ „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებს და რატომ დაესხნენ ისინი არაგვის ხიდთან მიმავალ ახალგაზრდებს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.