ახალი ამბები

“ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიდიოდა” – რა ვერსიაზე საუბრობს ადვოკატი

პროკურატურაში, თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრების, ოჯახისა და მათი ადვოკატის შეხვედრა 20 აგვისტოს შედგა. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ თამარ ბაჩლიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა.

“ვიდეო სათვალთვალო კამერის დიდი მასალა დავათვალიერეთ, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიდიოდა. მისი გადაადგილების მარშრუტი ახლო ფორმატში დავინახეთ. საეჭვო გარემოებებიც შევამჩნიეთ. ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება 24 საათიან ექსპერიმენტს, ის რამდენიმე საათში დასრულდება. ექსპერიმენტის მიხედვითაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიზომება ტემპერატურა ავტომობილში და შედარდება იმასთან, თუ რა მდგომარეობაში იყო ცხედარი.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....