ახალი ამბები მთავარი სამართალი

მტკვარში ორი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე მტკვარში სამძებრო-სამუშაოების შედეგად ორი დრის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით,უწყებაში  ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

იტვირთბა....