მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასწრულწლოვნების სასამარლო პროცესი დასრულდა.
სხდომაზე ბრალდებულ ზ.ხ.-ას ადვოკატმა პროკურორის აცილება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლომ მტკიცებულებად მიიღოს ტელეფონი, რომელიც “ოქროს მოწმეს” გური ამირხანაშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.