მედია მთავარი

საერთაშორისო მედია „რუსთავი 2“ -ის საქმეს ეხმაურება

შვედეთის  საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა ქართველი პრემიერის განცხადებას არადემოკრატიული უწოდა

„საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის“ (IPI) განცხადებით  თავისუფალ მედიას მაუწყებლობის საშუალება უნდა მიეცეს. „არჩევნების წინ აუცილებელია ინფორმაციის თავისუფლად მიღება უზრუნველყოფილ იყოს სახელმწიფოში, ამიტომ ვიმედოვნებთ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად.“

სტატიას აქვეყნებს „ფრანს პრესიც“. საერთაშორისო გამოცემა შემაშფოთებელს უწოდებს ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ტვიტერის საკუთარ  გვერდზე შვედეთის  საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარლ ბილტმაც გააკეთა განცხადება. ევროპელმა დიპლომატმა პრემიერ მინისტრის განცხადებებს არადემოკრატიული და აღმაშფოთებელი უწოდა.

 

იტვირთბა....