„ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი.
ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.