ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ მეჯვრისხევის თავზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი წიწვოვან ტყის მასივს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მობილიზებულები არიან მათი თანამშრომლები და იმ შემთხვევაში თუ ცეცხლი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა, ჩააქრობენ.