თბილისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ტრანსგენდერ ქალებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, ძალადობის საბაბი მათი მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმა გახდა. მოძალადე სამართალდამცველებმა დააკავეს.
“საპატრულო ეკიპაჟსაც აგინა, ჩვენც გვაგინა, ფიზიკურადაც შეგვეხო და ტელევიზია რომ დაინახეს, მერე დააკავეს ეს ადამიანი, თორემ არ აკავებდა საპატრულო ეკიპაჟი” – თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.