ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ დატოვეს “თავისუფალი დემოკრატები” შავგულიძემ, გოგუაძემ, ბარამიძემ და რომელი პარტიის საარჩევნო სიაში იქნებიან ისინი

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები”დატოვეს. ისინი”ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიაში იქნებიან. ამის შესახებ შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.

როგორც შავგულიძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წელს სცადა. მისი თქმით, გამგეობის შემადგენლობის 4-წევრიან უმრავლესობას პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან.

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები. ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა” -განაცხადა შავგულიძემ.

 

იტვირთბა....