ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფრთხილად თაღლითებთან, გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოსახლეობას აფრთხილებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია მოსახლეობას აფრთხილებს. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინ რეგისტრაციაზე დახმარებისთვის მსურველებს ფიზიკური პირები ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, რაც კრიმინალია. მისივე თქმით, ამ პროცესის პოლიტიზების მცდელობა არასწორია.

“არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც სთავაზობენ ფასიან მომსახურებას ონლაინ რეგისტრაციაზე და მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას და შესაბამისად, ნამდვილად გვინდა სრულიად აპოლიტიკური იყოს ეს პროცესი. ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახების მიმართ შეთავაზებული დახმარება” – აცხადებს ბარკალაია.

 

იტვირთბა....