ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებრივი მაწუყებელი” იუმორისტული სკეტჩის გამო “ფორმულას” მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ტელეკომპანია “ფორმულას” მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საქმე ეხება, “ფორმულას” ეთერში გასულ იუმორისტულ გადაცემა “ფსკერს”, სადაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ იუმორისტულ სატირული სკეტჩი მოამზადეს.

“პირველი არხის” საჩივარში აღნიშნულია, რომ “ფორმულამ” საავტორო უფლებები დაარღვია. არხი მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.

“მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის ‘ახალი დღე’ უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და ‘არაიუმორისტული’ ფორმით, გადაცემა ‘ფსკერის’ სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა – ეს არის ერთერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც ‘იუმორის’ სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება”, – წერია პირველი არხის საჩივარში.

იტვირთბა....