მთავარი ციტატა

“არსებობს ვოდეოჩანაწერი, რომლითაც ბატონმა შოთაძემაც კი ეჭვი შეიტანა”- ბაჩალიაშვილების ოჯახი პროკურორს შეხვდა

“ნება მათია, კარგი ნაბიჯია გადადგმული, რომ ასეთი ჩართულობა დაიწყეს და დაჩქარებული ტემპით წავიდნენ, არაფერს არ ვუკარგავთ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. არსებობს ვოდეოჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებოდა ნახირი, ბატონმა შოთაძემ თვითონაც კი ეჭვი შეიტანა და შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა, რომ 5 დღე მანქანა იქ არ იდგმებოდა. ექსპერიმენტით ასევე უნდა დადგინდეს, იქ 5 დღის განმავლობაში ცხედარი რომ ყოფილიყო, რა მდგომარეობაში იქნებოდა.”

მიხეილ რამიშვილი –  თამარ ბაჩალიაშვლის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

შეახსენებთ, დღეს ბაჩალიაშვილების ოჯახი მთავარ პროკურორს შეხვდა,  მათ ჩააბარეს დნმ-ი, რომელიც შემდეგ გარდაცვლილ ბაჩალიაშვლის დნმ-ს შეადარებენ. ამის აუცილებობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ შესაძლოა მაქნანში აღმოჩენილი ცხედარი არ ეკუთვნოდა თამარ ბაჩალიაშვილს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....