ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა”- ტიკარაძე დაკავებულ ექიმზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დაკავებული  ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრს დასრულების შემდეგ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს.

“გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას”, – აცხადებს ტიკარაძე.

ტიკარაძის თქმით, შეხვედრაზე ექიმის ოჯახმა სამინისტროს დამოკიდებულება გაიზიარა, „უნდა დაიწყოს პროცესები, რათა ნებისმიერ პროფესიაში მეტი სიცხადე იყოს შეტანილი.”

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

 

იტვირთბა....