მთავარი ციტატა

“კოალიციური მმართველიბა ნიშნავს, რომ არცერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის ქვეყანა”- გიგი უგულავა

“პროპორციული სისტემა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება არ იქნება ბატონი, არამედ იქნება მსახური, ისევე როგორც არის ევროპაში. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს დადასტურდება ოპოზიციის უპირატესობა „ქართულ ოცნებაზე“, უკვე დაიწყება ის კოალიციური მოლაპარაკებები, რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი სინამდვილისთვის ახალია, მაგრამ ასე იყო ევროპაშიც, ერთი საუკუნის წინ. შესაბამისად, ეს უნდა დავიწყოთ. კოალიციური მმართველიბა ნიშნავს, რომ არც ერთი ადამიანის ან არც ერთი ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის ქვეყანა, ნაცვლად ბატონისა, გვეყოლება მსახური მთავრობა. რეალურად, გადავარდება ჩვენს ქვეყანაში ბატონყმობა.

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებტან განაცხადა.

ამასთან, როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული აზრის არსებობა ცუდი სულაც არ არის, პირიქით, შეთანხმების მისაღწევად ეს მნიშვნელოვანია.

შეგახსნებთ, 29 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ახალი კოდექსით, საპარლამენტო არცევნები ოპორციული სისტემით ცატარდება. 

 

იტვირთბა....