ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბელორუსი სპორტსმენები ნაკრებში თამაშზე უარს ამბობენ: “გადადგეს ლუკაშენკო”

ბელორუსი სპორტსმენების გარკვეულმა წრემ წერილი მისწერა პრეზიდენტ ლუკაშენკოს და პირობები წაუყენა. წერილის შინაარსის მიხედვით, თუკი პირობები არ შესრულდება ისინი უარს იტყვიან ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. ინფორმაციას სააგენტო “პრესბოლი” ავრცელებს.

სპორტის სხვადასხვა სახეობის ნაკრების წევრები გმობენ არჩევნების შედეგებს, არ ცნობენ მას და მოუწოდებენ ლუკაშენკოს დანიშნოს ხელახალი არჩევნები.

სპორტსმენები სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და აცხადებენ, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობის ნაკრებები უარს იტყვიან გასამართ ჩემპიონატებში მონაწილეობაზე.

გამოჩნდნენ უფრო რადიკალურად განწყობილი სპორტსმენები. მაგალითად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ბელორუს ფრენბურთელთა პოზიცია. ნაკრების ფრენბურთელების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ სანამ ლუკაშენკო პრეზიდენტი იქნება, ისინი ნაკრებს არ გაეკარებიან.

“გადადგეს ლუკაშენკო და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები” – ასეთია მათი მოთხოვნა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებზე უკვე მესამე მსხვერპლია. ის ბრესტის მაცხოვრებელია, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....