“შეიქმნა ე.წ. შავი ასეული, რომელმაც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ე.წ. ოპოზიციის შტაბი. საოცარია, რომ ისინი უკვე რიგში დგანან და პორტფელებს ინაწილებენ. „შავი ასეულის“ პატივცემულო წევრებო, მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენი ადამიანიც ახლა მათ მისაღებად რიგში დგახართ. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ.”
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი
ამის შესახებ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.