ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

ბათუმში, 19 აგვისტოს დილის 9 საათზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები წერს.

შემთხვევა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილი ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.

დაზარალებული მამაკაცის განცხადებით, თავდამსხმელმა თავში ჩაარტყა აგური ან რკინის საგანი, თანხის წაღება კი ვერ მოახერხა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....