ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემოვიდა ინფორმაცია, რომ სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას – მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში მდინარე ჭოროხი ადიდდა და სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას.

“ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბათუმის ორი სამაშველო ეკიპაჟი. მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წლის გამო ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – განაცხადეს , საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....