“მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია – არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება.”
ტედროს ადჰანო გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო-ს ყველა წევრს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ მოუწოდა, მრავალმხრივი ვაქცინის – COVAX-ის- შექმნის მიზნით დაწყებულ სამუშაოს შეუერთდნენ.