საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი გახდა.
ბერძენიშვილი მანამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ გაავრცელა.
ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდობიბის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს უკვე მიმართა.