კატასტროფული მდგომარეობაა ცხინვალში. საკვები პროდუქტების დეფიციტის გამო, მარკეტების დახლები ცარიელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტები ავრცელებენ. ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია მაღაზიებში თითქმის არ მოიპოვება.
“მარკეტის თანამშრომელი გაფრთხილებული მყავდა, რომ თუკი შემოვიდოდა მაღაზიაში აუცილებელი საკვები პროდუქცია დაერეკა ჩემთვის. აი, ამიტომ მოვედი ახლა აქ” – ამბობს ცხინვალის მაცხოვრებელი.
ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ იტაცებენ ყუთებით ახლადშესულ პროდუქტებს მაცხოვრებლები.
ადგილობრივების ინფორმაციით, COVID 19-ის გამო რუსეთიდან პროდუქციის შემოტანა ვერ ხერხდება.