“არა, ყველაფერი ეს გამორიცხეთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ არ გადასცემთ კიო, რადგან ასეთი რამეები მედიაში სამწუხაროდ ხდება. მარა მე ვამბობ არას.”
ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დრექტორი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებტამ განაცხადა.
მაღლაფერიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის პოლიტიკაში წასვლას გეგმავს.
ამასთან, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ის იანვრამდე მოღვაწეობას ნაწილობრივ გააგრძელებს “ტელესკოლის” პროექტის ფარგლებში.
ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდობიბის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს უკვე მიმართა.