გაერთიანებულმა ოპოზიცია თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა.ამ დრომდე ღიად იყო დარჩენილი საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთიოს ოლქები, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად წარადგინეს.
შეთანხმებულ ექვს ოლქში შემდეგი მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილები:
- ნაძალადევის რაიონი – შალვა ნათელაშვილი
- მთაწმინდის რაიონი – შალვა შავგულიძე
- ვაკის რაიონი – ელენე ხოშტარია
- სამგორის რაიონი – ლევან ხაბეიშვილი
- გლდანის რაიონი – ნიკა მელია
- ისნის რაიონი – გიორგი ვაშაძე
- საბურთალოს რაიონი – ირაკლი ოქრუაშვილი
- დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჯაფარიძე
შეგახსენებთმ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს პრორორციული სისტემით ჩატარდება. ხელისუფლებამ საარჩევნო კონსტიტუციასთან დაკავშირებით ცვლილება განახორციელა და არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება.