გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლში საართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მიხელ რამიშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა, ადვოკატის თქმით, გამოძიებამ საცხოვრებელი სახლიდან კომპიტერთან დაკავშირებული მოწყობილობა, კერძოდ “როიტერი” ამოიღეს.
როგორც რამიშვილმა განაცხადა, “როიტერი”, რომელიც კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირებას უზრუნველყოფს, გამოძიებისთვის შესაძლოა დამატებითი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდეს.
კერძოდ, გამოძიება დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა მომხდარიყო ბაჩალიაშვილის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევა.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს კიდევ შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გენერალური პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნატქვამია, ორმ საქმეს სწორედ ირაკლი შოთაძის უწყება გამოიძიებს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვა