სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა – “თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.
შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა.
“თბილისი ენერჯიმ” მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“თბილისი ენერჯი” ყველას მოგიწოდებთ – იყავით ფრთხილად და ყურადღებით. გთხოვთ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მუდამ შეამოწმეთ გაზის დანადგარები რათა თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ადამიანების სიკვდილით მთავრდება”, – წერია “თბილისი ენერჯის” განცხადებაში.