ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

“ვანო ჩხარტიშვილს რომ დანიშნავ ჩინეთის ბატონ-პატრონად…” – თინათინ ხიდაშელი

საეჭვო, 96 მილიონიან ტენდერს, სადაც ჩინურმა კომპანია “სინოჰიდრომ” გაიმარჯვა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის უხერხული და სამარცხვინო ამბავი.

“წესიერი და რეპუტაციული კომპანია აღარ გეკარება; მრავალ ქვეყანაში კორუფციაში ეჭვმიტანილ,  წარმოუდგენელ თაღლითობებში დადანაშაულებულ; რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტის მიერ შავ სიაში შეყვანილ; შენს მიერვე მრავალგზის დაჯარიმებულ კომპანიას, რომელიც ათეულ მილიონობით ლარს გვედავება ერთადერთ იმედად შესცქერი. ასეთია უთავმოუვარეო, კორუფციული ინსტიტუციონალიზაციის შედეგი და იმან, ვანო ჩხარტიშვილს რომ დანიშნავ ჩინეთის ბატონ-პატრონად” – ეხმაურება სოციალურ ქსელში ხიდაშელი.

შეგახსენებთ, გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც უხარისხოდ აქვს შესრულებული სამუშაოები და ხარვეზების გამოსწორება უწევს, ზარზმა-ხულოს გზის მეორე მონაკვეთი უნდა დააგოს.

ექსპერტები კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის თქმით, “სინოჰიდროს” სახელი არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული და მისივე თქმით, როდესაც ეს კომპანია საქართველოში ტენდერებს იგებს, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოტივიც სწორედ კორუფციაა.

მხოლოდ  მისაღები კორუფციული გარიგება ე.წ “ატკატები” არის გადამწყვეტი ფაქტორი ხელისუფლებისთვის, რაც ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაშიც დადასტურდა – ამბობს ურუშაძე.

კომენტარი გააკეთეს “სინოჰიდროში”. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომბრალდებები უსაფუძვლოა და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები ყოველთვის ხარისხიანია.

იტვირთბა....