ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თაობა ამოწყდა. ახალგაზრდა, საინტერესო თაობა” – პეტრე კოლხი ორი ახალგაზრდის დაღუპვაზე

სასულიერო პირი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ორი ახალგაზრდის, ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის დაღუპვას ეხმაურება.

“ამდენი თვითმკვლელობა დამთრგუნველი და დამაფიქრებელია. ეტყობა ერთმანეთის მეგობრობას ხელს რაღაც ძალიან დიდი უშლის. ან ბოლომდე გახსნილები არ ვართ, ან უბრალოდ, მიდგომა, „რა აზრი აქვს რომ გავიხსნა“?! თაობა ამოწყდა. ახალგაზრდა, საინტერესო თაობა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თვითმკვლელობა არასდროს არის არც გამოსავალი, არც პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა. ეს რწმენის სინაკლებე, ღმერთთან განშორების და ამის გამო გამოწვეული დეპრესიის ბრალია. არასდროს გაექცე საკუთარ თავს… არასდროს დამალო შენი ნამდვილი ბუნება. შენი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. არ გაქვს უფლება, ღმერთის ხელში არსებული სიცოცხლე უღმერთობას გადასცე!“ – წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....