ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

200 ლარიან დახმარებას 15 აგვისტოს შემდეგ დაბადებული ბავშვებიც მიიღებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, ის ბავშვები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადნენ, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დახმარებაზე რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდეა, შესაბამისად მანამდე დაბადბეულ ყველა ბავშვს ეკუთვნის.

„ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე პირველ დეკემბრამდეა რეგისტრაცია. შესაბამისად, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ბავშვს ეკუთვნის დახმარება“, – აცხადებენ უწყებაში.

იტვირთბა....