ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოწოდებით გამოდის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ის მზად არის სახელისუფლებო უფლებამოსილება გადანაწილდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა მოხდეს.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალ კონსტიტუციაზე მიმდინარეობს მუშაობა , რომელიც სწორედ სახელისუფლებო უფლებამოსილების გადანაწილებას ითვალისწინებს. ბელაურისის პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

“გვჭირდება ახალი კონსტიტუცია. ორი ვარიანტი შემომთავაზეს, თუმცა არ მომეწონა. მიმდინარეობს მესამე ვარიანტზე მუშაობა. შემუშავდება ახალი კონსტიტუცია, გავიტანთ რეფერენდუმზე. ეს უნდა მოხდეს  არა ზეწოლით და ქუჩის მეშვეობით” – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.

იტვირთბა....