რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია, სადაც “ქართული ოცნების” ლიდერებმა ამომრჩევლებს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე წარუდგინეს. სტრატეგია აღმაშენებელის წარმომადგენლებს პარკის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. სამართალდამცველების ქმედებას აქციის მონაწილეების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
ამასთან, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ თანაგუნდელს “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ხელი დაარტყა, თუმცა პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ადგილზე რამდენიმე ათეული მოქალაქეა შეკრებილი. ისინი “ქართული ოცნების” მმართველობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
“გიორგი ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებელი აუცილებლად დაასრულებს ამ დამსხვრეული ოცნებების პარტიას” – განაცხადა აქციის მონაწილემ.