ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპარლამენტარები ბელარუსში ახალი არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს და ლუკაშენკოს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ

“ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ”- ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტებისა და დემოკრატების“, „განაახლე ევროპის“, „მწვანეებისა“ და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

როგორც ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირი მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.

ამათან, ევროკავშირი ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ბელარუსი ხალხის მოთხოვნას უერთდება.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ისინი მიესალმებიან ბელარუსი ხალხის გამბედაობას და მტკიცედ უჭერს მხარს მათ სურვილს დემოკრატიულ ცვლილებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.

“9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და ამ დანაშაულელების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. ამ კუთხით გვსურს, ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი პასუხისმგებლობა შევახსენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებული და ასევე იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და მის განმავლობაში დააპატიმრეს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....