ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი საომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ზურაბიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, ის ემიჯნება  ყველანაირ ძალადობას და იმედოვნებს, რომ მოქალაქეები საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას შეძლებენ.

„ვიმედოვნებთ, მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. დღეს კ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა.

 

იტვირთბა....