ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი “ევექსის” ვაჟა-ფშაველას ფილიალში მუშაობს

“ევექსის” კლინიკის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა შუახნის ქალის ინფიცირება.

კლინიკის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს.

“კვლევის დროს, ჩვენს თანამშრომელს გამოუვლინდა COVID-19. დაავადებათა კონტროლის თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებულია კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. კვლევის შედეგად, მათ არ უვლინდებათ დაავადება, თუმცა ორი კვირის განმავლობაში ისინი გააგრძელებენ საკარანტინო სივრცეში ყოფნას. პაციენტების ჯგუფიც იდენტიფიცირებულია, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ამაზეც ველოდებით პასუხს,” – ამბობს კლინიკის თანამშრომელი

იტვირთბა....