საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 18 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0686 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი ლარი 3.0738 ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში,. შედარებით გაუფასურდა და 1 ევრო ხვალ 3.6381 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6292 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 აგვისტოსთვის ამოქმედდება.