19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები მცხეთაში დამოუკიდებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავენ.
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ადგილზე ჩატარდება 3 სხვადასხვა ექსპერიმენტი, მათ შორის, დროის, რელიეფისა და ხილვადობის გათვალისწინებით. მისივე თქმით, უფლებადამცველებმა მიღებული შედეგები საგამოძიებო უწყებას უნდა გადასცენ.
კობაიძის თქმით,ა სევე, ცატარდება ექსპერიმენტსი ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის ჩვენებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც დაინაცა, რომ ორი პირი გარბოდა.
„ხვალ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი დროსთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია კონკრეტულ დროში განხორციელდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც პროკურატურას მითითებული აქვს მკვლელობის ნაწილში. ასევე, ჩავატარებთ ექსპერიმენტს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის ჩვენებასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ დაინახა ორი პირი, რომელიც გარბოდა. ასევე, ჩავატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს გურამ ამირხანაშვილის ჩვენებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში. გადავამოწმებთ რელიეფს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო იქ ჩასვლა, ადამიანის მოკვლა და უკუნეთ სიბნელეში უკან ამოსვლა,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძძემ.
ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტში თავისივე სურვილისამებრ რამდენიმე პიროვნება მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება. პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.