aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლავას ოღლის” 40-დღიანი ვადა გაუვიდა: მოხდება თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდის ექსტრადიცია საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად “ლავას ოღლი” ისევ ბელორუსიის იზოლატორშია. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმკრაიმი” ავრცელებს. ადვოკატების ინფორმაციით, 40 დღე უკვე გავიდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის ექსტრადიციაზე არაფერს საუბრობენ.

ბელორუსიის კანონების მიხედვით, 40 დღის შემდეგ მსგავსი პატიმარი ან უნდა გაათავისუფლონ, ან ექსტრადიცია მოახდინონ , თუმცა დღემდე, ადვოკატების ინფორმაციით მსგავსი არაფერი ხდება.

“საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუგზავნია მინსკში, აქედან გამომდინარე, ბელორუსიის მხარეც ვერანაირ განცხადებას ვერ აკეთებს” – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, სახალხო დამცველთან გაგზავნილია შესაბამისი წერილი, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს.

შეგახსენებთ, მინდია გორაძე თურქულმა მხარემ ბელორუსში გადაამისამართა. გორაძის ახლობლები დღემდე ცდილობენ, მოხდეს ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა “ლავას ოღლი” ამ მომენტამდე ბელორუსიის იზოლატორში რჩება.

იტვირთბა....