ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლებში სწავლა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლებში სწავლა.

როგორც გაბუნია აცხადებს, სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები იყოს.

„ჩვენამდეც სკოლების დახურვის და გახსნის გამოცდილება ბევრმა ქვეყანამ გაიარა. ზოგადად კორონავირუსმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროცესებზე. იუნესკოს მონაცემებით, დაახლოებით, მოსწავლეების 60%, ყველა ქვეყანაში მოხვდა გარკვეული შეფერხებების რეჟიმში, რაც გამოიწვია COVID19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა.

სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობით დაიწყო სკოლების გახსნა და მთავარი პირობა რა თქმა უნდა არის ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური სიტუაცია. უსაფრთხოების კრიტერიუმი და საზომი ასევე სხვადასხვა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ბევრი ქვეყანა მიმართავს გამოვლენის მაჩვენებელს, თუ COVID19-ის რამდენი დადებითი შემთხვევა ვლინდება ტესტირების შედეგად. 5%-ი ეს არის მისაღები მაჩვენებელი. თუ 100 ადამიანიდან 5-ს აქვს კორონავირუსი ქვეყანაში, ტესტირების შედეგად, ეს ნიშნავს რომ რისკები მაღალია. ჩვენ შემთხვევაში, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1%-ზე დაბლაა, რაც ქმნის კეთილსაიმედო ეპიდემიურ სიტუაციას. ამრიგად, ამ სიტუაციაში საკმარისად უსაფრთხოა სკოლების გახსნა და საკმარისად გრძელვადიან პერსპექტივაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რადგან ეპიდემიური ტენდენციები დღევანდელი სურათიდან გამომდინარე ნამდვილად არ გვაძლევს დრამატული მატების, პროგნოზირების საფუძველს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიფრთხილე აუცილებელია. მისი თქმით, სამინისტრო და სპეციალისტები ყურადღებით დააკვირდებიან ეპიდემიური მოვლენების განვითარებას.

კორონავირუსის გავრცელების ტენდენციები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა. მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია შექმნის სკოლებისთვის კეთილსაიმედო ვითარებას სკოლების გახსნისთვის. კიდევ საიმედო და დამაიმედებელი ინფორმაცია, რომელიც უახლესი კვლევებიდან გამოიკვეთა, ბავშვი თვითონ, კორონავირუსის მიმღებიც და გადამტანიც არის ნაკლებად. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ნიღბების გამოყენების სპეციფიკურ წესზე ვსაუბრობთ და ნიღბებს ვთხოვთ ძირითადად პედაგოგიურ პერსონალს და მოზრდილ ადამიანებს, ესეც ემყარება იმ ახალ მტკიცებულებებს, რომ მოზრდილი ადამიანი უფრო მეტადაა ინფექციის მიმღებიც და გადამტანიც. სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....