მთავარი ციტატა

“როგორ მოახერხეთ, რომ ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს საქართველოს ელჩი ისვენებდა და ადგილზე არ იმყოფებოდა?!”

“თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩავიდა გუშინ და მანამდე არ ჩადიოდა იმიტომ, რომ შვებულებაში იმყოფებოდა, მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით ორი დიდი კითხვა მრჩება. პირველი – ამ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა არანაირი კომენტარი და შეფასება ბელარუსი ხალხის დამოუკიდებლობისკენ, თავისუფებისკენ და დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, მაშინ როცა ყველა ჩვენი პარტნიორი მათ მხარს უჭერს და სოლიდარობას გამოთქვამს? ახლა უკვე დაემატა მეორე კითხვა – ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს – ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

სერგი კაპანაძე  – ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნულით სერგი კაპანაძე  საქართველოდან ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში ფრენა განხორციელდა. უწყების თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

 

იტვირთბა....