ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

დიდი ბრიიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბმას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

მინისტრის თქმით, ბელარუსის ხელისუფლება “თაღლითური არჩევნები” შემდეგ გამართულ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლას ძალადობით ცდიობს.

„მსოფლიო თავზარდაცემული აკვირდებოდა ბელარუსის ხელისუფლების მიერ თაღლითური არჩევნების შემდეგ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად გამოყენებულ ძალადობას. დიდი ბრიტანეთი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ ცნობს,“ – აღნიშნულია დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მზად არის სანქციები დაუწესოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ბელარუსში მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.

მისივე თქმით, სასწრაფოდ საჭიროა ეუთო-ს მეშვეობით იმ დარღვევებზე გამოძიების ჩატარება, რამაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლოდ აქცია და ასევე უნდა იყოს გამოძიებული ის საშინელი რეპრესიები, რაც არჩევნებს მოჰყვა.

ცნობისთვის, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.

იტვირთბა....