საბურთალოს რაიონში დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა
თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება.
საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.
საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.