aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩვენ არ ვაპირებთ შურისძიებას. ვუთხარი, ახალგაზრდებიდან თუ ვინმეს დააპატიმრებენ, ქალაქის ცენტრში თავს დავიწვავ” – ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდის მამა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალქალაქში, სოფელ გულიკამის მოსახლეობა, ახალგაზრდების პოლიციაში დასაკითხად წაყვანის წინააღმდეგია, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად 16 აგვისტოს აქცია გამართეს. მათი პროტესტი ახალქალაქში 8 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას, ასევე სახლების და მანქანების დაწვას უკავშირდება, რის გამოც პოლიციაში 40–მდე გულიკამელი ახალგაზრდა დაიბარეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა, არსენ მირიანაშვილი აცხადებს, რომ თუ ახალგაზრდებიდან ვინმეს წაიყვანენ ახალციხეში და დააპატიმრებენ, მაშინ ის ქალაქის ცენტრში თავს დაიწვავს.

„ჩემი მოთხოვნაა, რომ ბიჭები არ წაიყვანონ დაკითხვაზე. ჩემი ვაჟი გარდაიცვალა, თუ ამ საქმეში კიდევ სხვა მსხვერპლი გვეყოლება ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნება. მე ჩავთვლი, რომ არაფერი მომხდარა, ვიფიქრებ, რომ ჩემი შვილი შევწირე. ჩვენ არ ვაპირებთ შურისძიებას ან მტრობას.

შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე, ჩვენი სოფლის არც ერთი ახალგაზრდა არ იყო დაკითხული. მე ვუთხარი პოლიციას, თუ ახალგაზრდებიდან ვინმეს წაიყვანენ ახალციხეში და დააპატიმრებენ, მაშინ მე ქალაქის ცენტრში თავს დავიწვავ “ – განაცხადა გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მამამ, არსენ მირიანიანმა.

ცნობისათვის, სოფელ გულიკამში მცხოვრები ვარდიკ მირანიანი, ახალქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით 8 აგვისტოს მოკლეს. იმავე დღეს, სავარაუდოდ გარდაცვლილის მეგობრებმა მკვლელობაში ბრალდებულის და მისი ახლობლების სასტუმრო, ოთხი სახლი, ერთი სავაჭრო ობიექტი და ორი მანქანა დაწვეს. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ერთი პირი, მკვლელობაში ბრალდებული ჰყავთ დაკავებული.

იტვირთბა....