ბელაურსში, ქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის და არჩევნების გადახედვის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეკრებილია სულ მცირე 200 000 ადამიანი.
ცნობისათვის, მინსკში აქციები უკვე ერთი კვირაა რაც ტარდება, დღევანდელი აქცია კი, ყველაზე მასშტაბურია.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გმირებს არ დავივიწყებთ, საშას არ ვაპატიებთ“,”შენ ხარ შენი ხალხის ჯალათი” და „წადი“…