ქობულეთში კაფე “ჰავანა”, რომლის თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, ფუნქციონირებას აგრძელებს და დაწესებულებაში მეორე ცვლის თანამშრომლები მუშაობენ – ამის შესახებ ინფორმაციას კაფეს მენეჯერი ადასტურებს.
მენეჯერის ინფორმაციით, 51 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. ამასთან, კაფის თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დაწესებულებაში მომხმარებელთა სიმცირე შეინიშნება.
“ფუნქციონირებას ვახორციელებთ მეორე ცვლის თანამშრომლებით ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან გვიჭირს ფუნქციონირება, იმიტომ, რომ რაც გავრცელდა ინფორმაცია, “ჰავანა” კლუბში არის რაღაცა ვირუსი, იმოქმედა მომხმარებლებზე.
პირველი გოგონა, რომელიც არ მუშაობდა ჩვენთან მინიმუმ 6 დღის განმავლობაში, ის ბოლო 6 დღე ძალიან გვაინტერესებს უბრალოდ სად იყო, გამოიკვლიეს თუ არა, რომელ კაფეებში დადიოდა, მივიდნენ თუ არა იმ ადგილას, გააკეთეს თუ არა თავიანთი გასაკეთებელი ისეთივე გულმოდგინებით, როგორც ჩვენთან განახორციელეს”, – აცხადებს “ჰავანას” მენეჯერი.